გადმოწერა

1. რა არის SQL ?
SQL არის აბრევიატურა - Structured Query Language ანუ სტრუქტურირებადი მოთხოვნების ენა, მისი დახმარებით შესაძლებელია მონაცემთა ბაზებთან წვდომა და მონაცემთა ბაზებით მანიპულირება. SQL არის ANSI-სტანდარტი (American National Standards Institute).

რა შეუძლია SQL-ს ?

  • მოთხოვნების გაკეთება მბ-ში
  • ინფორმაციის ამოღება მბ-დან
  • ინფორმაციის დამატება მბ-ში
  • მონაცემთა განახლება მბ-ში
  • მონაცემთა წაშლა მბ-ში
  • ახალი მბ-ს შექმნა
  • ახალი ცხრილების შექმნა მბ-ში

SQL და ვებ-გვერდი

იმისათვის რომ ვებ-გვერდზე გამოვიტანოთ მბ-დან წამოღებული ინფორმაცია საჭიროა
  • RDBMS პროგრამა (relational database management system) ანუ რელაციური ბაზების მართვის სისტემა (მაგ: MS Access, SQL Server, MySQL). RDBMS-ში ინფორმაცია შენახულია მბ-ს ობიექტებში ანუ ცხრილებში, ცხრილი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ინფორმაციათა ნაკრებს და შედგება სვეტებისა და სტრიქონებისაგან
  • სერვერულ მხარეზე სამუშაო რომელიმე ენა, მაგ: PHP ან ASP.
  • უშუალოდ SQL, მბ-დან ინფორმაციის წამოსაღებად.
  • HTML / CSS - ით გამართული საიტი.
SQL მიმართვა მოიცავს სიტყვა გასაღებებს რომლებიც რეგისრზე დამოკიდებულნი არ არიან, მაგრამ რეკომენდებულია მათი დიდ ასოებით ჩაწერა SELECT * FROM Customers; ყველაზე მნიშვნელოვანი SQL განაცხადებია
  • SELECT - მბ-დან ინფორმაციის ამოღება.
  • UPDATE - მბ-ში ინფორმაციის განახლება.
  • DELETE - მბ-ში ინფორმაციის წაშლა.
  • INSERT INTO - მბ-ში ინფორმაციის ჩასმა.
  • CREATE DATABASE - ახალი მბ-ს შექმნა
  • ALTER DATABASE - მბ-ს განახლება.
  • CREATE TABLE - ცხრილის შექმნა მბ-ში.
  • ALTER TABLE - ცხრილის განახლება.
  • DROP TABLE - ცხრილის წაშლა.
  • CREATE INDEX -ინდექსის შექმნა (საძიებო გასაღები.)
  • DROP INDEX - ინდექსის წაშლა.
შინაარსობრივი თვალსაზრისით SQL შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად
  • DDL - Data Definition Language ანუ მონაცემთა განსაზღვრის ენა
    • CREATE - კონკრეტული ობიექტების შექმნა ბაზში
    • ALTER - ბაზის სტრუქტურის შეცვლა
    • DROP - კონკრეტული ობიექტების წაშლა ბაზიდან
    • TRUNCATE - ცხრილიდან ყველა ჩანაწერის წაშლა, (გამოვიყენე ცხრილის დარესეტების დროს)
    • COMMENT - კომენტარის დამატება მონაცემთა ლექსიკონში
    • RENAME - კონკრეტული ობიექტებისათვის სახელის შეცვლა

  • DML - Data Manipulation Language ანუ მონაცემებით მანიპულირების ენა
    • SELECT - ინფორმაციის ამოღება ბაზიდან
    • INSERT - ინფორმაციის ჩასმა ბაზაში
    • UPDATE - ინფორმაციის განახლება ცხრილში
    • DELETE - კონკრეტული ჩანაწერის წაშლა
    • MERGE - UPSERT ოპერაცია (ჩასმა ან განახლება)

  • DCL - Data Control Language მომხმარებელთა უფლებების კონტროლის ენა
    • GRANT - მომხმარებელს აძლევს პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას
    • REVOKE - GRANT - ით მინიჭებული პრივილეგიების ცვლილება
2. SELECT განაცხადი

SELECT განაცხადი

SELECT განაცხადი გამოიყენება მდ-დან მონაცემთა ამოსაღებად, დაბრუნებულ პასუხს პირობითად ვუწოდოთ შედეგთა-სიმრავლე. SELECT column1, column2, ... FROM table_name; column1, column2, ... არის იმ ველების სახელები რომელთა მნიშვნელობების ამოღებაც გვინდა ჩანაწერებიდან, ხოლო თუ ყველა ველი გვაინტერესებს სინტაქსი ასეთია SELECT * FROM table_name; საჩვენებელი მონაცემთა ბაზის ცხრილი იყოს რაიმე ამდაგვარი
CustomerID CustomerName ContactName Address City PostalCode Country
1

Alfreds Futterkiste Maria Anders Obere Str. 57 Berlin 12209 Germany
2 Ana Trujillo Emparedados y helados Ana Trujillo Avda. de la Constitución 2222 México D.F. 05021 Mexico
3 Antonio Moreno Taquería Antonio Moreno Mataderos 2312 México D.F. 05023 Mexico
4

Around the Horn Thomas Hardy 120 Hanover Sq. London WA1 1DP UK
5 Berglunds snabbköp Christina Berglund Berguvsvägen 8 Luleå S-958 22 Sweden
ამოვარჩიოთ მხოლოდ CustomerName" და "City" ველები ამ ცხრილიდან SELECT CustomerName, City FROM Customers;

SELECT DISTINCT განაცხადი

ინგლ: Distinct - 1) აშკარა , მკვეთრი 2) განსხვავებული;

SELECT DISTINCT განაცხადი გამოიყენება მხოლოდ განსხვავებული მნიშვნელობების მქონე ჩანაწერების დასაბრუნებლად, სინტაქსი ასეთია SELECT DISTINCT column1, column2, ... FROM table_name; "Country" სვეტის მნიშვნელობა მოყვანილი ცხრილის რამოდენიმე ჩანაწერში მეორდება (Mexico). მაგალითად გვინდა გავიგოთ თუ რამდენი სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს დარეგისტრირებული მომხმარებლები ამისათვის გამეორებადი მნიშვნელობები არ გამოგვადგება და ამიტომ უნდა მოვიქცეთ ასე SELECT DISTINCT Country FROM Customers; ამ ჩანაწერით განსხვავებულ ქვეყნებიანი ჩანაწერები კი ამოირჩევა მაგრამ მათ რაოდენობას გავიგებთ თუ ასეთჩანაწერს გავაკეთებთ SELECT COUNT(DISTINCT Country) FROM Customers;
3. WHERE წინადადება
WHERE წინადადება გამოიყენება ჩანაწერთა გასაფილტრად, მისი მეშვეობით პასუხად ვღებულობთ მხოლოდ იმ ჩანაწერებს რომლებიც აკმაყოფილებემ მითითებულ პირობას. SELECT column1, column2, ... FROM table_name WHERE პირობა; WHERE წინადადება გამოიყენება არა მარტო SELECT განაცხადში.

ჩვენი ცხრილიდან ამოვარჩიოთ (ცხრილი მოყვანილია მე-2-ე თავში) ის მომხმარებლები რომლებიც არიან მექსიკიდან SELECT * FROM Customers WHERE Country='Mexico'; შენიშვნა: SQL ითხოვს რომ ტექსტური მნიშვნელობები აუცილებლად ჩაისვას ბრჭყალებში, რიცხვითი მნიშვნელობებისათვის კი ეს აუცილებელი არაა SELECT * FROM Customers WHERE CustomerID=1;

WHERE წინადადების ოპერატორები

WHERE წინადადებაში შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ოპერატორები
ოპერატორი აღწერა
= უდრის
<> არ უდრის. შენიშვნა: SQL-ის ზოგიერთ ვერსიაში ეს ოპერატორი შეიძლება ჩაიწეროს ასე: !=
> მეტია
< ნაკლებია
>= მეტია ან ტოლი
<= ნაკლებია ან ტოლი
BETWEEN მოთავსებულია მითითებულ დიაპაზონში
LIKE ნიმუშის ძებნა
IN რამოდენიმე შესაძლო მნიშვნელობის მითითება
4. AND, OR და NOT ოპერატორები
WHERE წინადადებაში შესაძლებელია AND, OR და NOT ოპერატორების ჩართვა. AND და OR ოპერატორები გამოიყენება ჩანაწერების გასაფილტრად ერთი არ ნამდენიმე პირობით. AND ოპერატორი ამოარჩევს ჩანაწერს თუ ამ ოპერატორით ერთმანეთისაგან გამოყოფილი ყველა პირობა ჭეშმარიტია, OR ოპერატორი კი აარჩევს ჩანაწერს თუ ამ ოპერატორით ერთმანეთისაგან გამოყოფილი პირობებიდან რომელიმე ჭეშმარიტია. NOT ოპერატორი კი აარჩევს ჩანაწერს თუ პირობა (პირობები) მცდარია.

AND ოპერატორი

სინტაქსი ასეთია SELECT column1, column2, ... FROM table_name WHERE condition1 AND condition2 AND condition3 ...; კონკრეტული მაგალითი კი ასეთი SELECT * FROM Customers WHERE Country='Germany' AND City='Berlin';

OR ოპერატორი

სინტაქსი ასეთია SELECT column1, column2, ... FROM table_name WHERE condition1 OR condition2 OR condition3 ...; კონკრეტული მაგალითი კი ასეთი SELECT * FROM Customers WHERE City='Berlin' OR City='München';

NOT ოპერატორი

სინტაქსი ასეთია SELECT column1, column2, ... FROM table_name WHERE NOT condition; კონკრეტული მაგალითი კი ასეთი SELECT * FROM Customers WHERE NOT Country='Germany';

AND, OR და NOT ოპერატორების კომბინაცია

SELECT * FROM Customers WHERE Country='Germany' AND (City='Berlin' OR City='München'); SELECT * FROM Customers WHERE NOT Country='Germany' AND NOT Country='USA';
5. სიტყვა გასაღები ORDER BY
სიტყვა გასაღები ORDER BY გამოიყენება შედეგთა ნაკრების ზრდადობით ან კლებადობით დასალაგებლად, ნაგულისხმეობის პრინციპით ეს გასაღები ჩანაწერებს ა ბრუნებს ზრდადობის მიხედვით ხოლო თუ კლებადობის მიხედვით დალაგება გვინდა უნდა მივაშველოთ კიდევ ერთი სიტყვა გასაღები DESC (ინგლ: Descending - დამავალი). SELECT column1, column2, ... FROM table_name ORDER BY column1, column2, ... ASC|DESC; SELECT * FROM Customers ORDER BY Country; SELECT * FROM Customers ORDER BY Country DESC;
6. INSERT INTO განაცხადი
INSERT INTO განაცხადი გამოიყენება მბ-ს ცხრილში ახალი ჩანაწერის ჩასამატებლად. INSERT INTO განაცხადის ჩაწერა შესაძლებელია ორნაირად: პირველი გზა ისსაა რომ ჩანაწერში გამოვიყენოთ კონკრეტული ველების დასახელებები და მათი კონკრეტული მნიშვნელობები INSERT INTO table_name (column1, column2, column3, ...) VALUES (value1, value2, value3, ...); მეორე შემთხვევაში კი თუ ცხრილის ყველა სვეტის მნიშვნელობები შეგვაქვს ჩანაწერში მაშინ SQL მიმართვაში სვეტების სახელების მითითება არ არის აუცილებელი. უბრალოდ სვეტთა მნიშვნელობები მიმართვაში იმ თანმიმდევრობით უნდა მივუთითოთ რა თანმიმდევრობითაც ცხრილში გვხვდება სვეტები. INSERT INTO table_name VALUES (value1, value2, value3, ...); კონკრეტული მაგალითი INSERT INTO Customers (CustomerName, ContactName, Address, City, PostalCode, Country)
VALUES ('Cardinal', 'Tom B. Erichsen', 'Skagen 21', 'Stavanger', '4006', 'Norway');
შევნიშნოთ რომ ჩანაწერში არ მიგვითითებია CustomerID ველის მნიშვნელობა, ეს იმიტომ რომ ეს ველი არის auto-increment და მისი მნიშვნელობა ავტომარტურად დაგენერირდება ჩანაწერის შექმნისას (auto-increment-ის შესახებ ვისაუბრებთ X თავში).
7. მნიშვნელობა NULL
ველი მნიშვნელობით NULL იგივეა რაც ველი რომელსაც არ აქვს მითითებული მნიშვნელობა. თუ ცხრილის რომელიმე სვეტის მითითება არააუცილებელია, მაშინ შესაძლებელია ჩანაწერის განახლებისას ან ჩანაწერის დამატებისას ამ ველის მნიშვნელობა საერთოდ არ მივუთითოთ. ამ შემთხვევაში ველის მნიშვნელობა იქნება NULL. მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ მნიშვნელობა NULL განსხვავდება მნიშვნელობა ნოლისაგან, ან იმ მნიშვნელობისაგან რომელიც შეიცავს ცარიელ, გამოტოვებულ ადგილებს.

IS NULL და IS NOT NULL ოპერატორები

იმის გასაგებად ველის მნიშვნელობა არის თუ არა NULL უტოლობის ოპერატორებს, როგორებიცაა =, <, ან <>, ვერ გამოვიყენებთ. ამაში დაგვეხმარება IS NULL და IS NOT NULL ოპერატორები. SELECT column_names FROM table_name WHERE column_name IS NULL; SELECT column_names FROM table_name WHERE column_name IS NOT NULL; მაგალითისათვის ცხრილიდან ამოვარჩიოთ (ცხრილი მოყვანილია მე-2-ე თავში) ის ჩანაწერები სადაც არ არის მითითებული მისამართი ანუ Address ველის მნიშვნელობა SELECT LastName, FirstName, Address FROM Persons WHERE Address IS NULL; შესაბამისად, მისამართმითითებული მომხმარებლები ამოირჩევა შემდეგნაირად SELECT LastName, FirstName, Address FROM Persons WHERE Address IS NOT NULL;
8. UPDATE განაცხადი
UPDATE განაცხადი გამოიყენება ცხრილის ჩანაწერთა განახლებისათვის. სინტაქსი ასეთია UPDATE table_name SET column1 = value1, column2 = value2, ... WHERE condition; ამ განაცხადის გამოყენებისას ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად, აუცილებლად უნდა მივუთითოთ WHERE წინადადების განმსაზღვრელი პირობა, ანუ განვსაზღვროთ თუ რომელი ჩანაწერის განახლება გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხრილის ყველა ჩანაწერი განახლდება. მაგალითისათვის ცხრილში განვაახლოთ ContactName და City სვეტების მნიშვნელობა იმ ჩანაწერისათვის რომლის CustomerID = 1 UPDATE Customers SET ContactName = 'Alfred Schmidt', City= 'Frankfurt' WHERE CustomerID = 1;

რამდენიმე ჩანაწერის ერთდროულად განახლება

ახლა განვაახლოთ ყველა ის ჩანაწერი სადაც Country='Mexico' UPDATE Customers SET ContactName='Juan' WHERE Country='Mexico';
9. DELETE განაცხადი
DELETE განაცხადი გამოიყენება ცხრილის ჩანაწერთა წასაშლელად. სინტაქსი ასეთია DELETE FROM table_name WHERE condition; ამ განაცხადის გამოყენებისას ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად, აუცილებლად უნდა მივუთითოთ WHERE წინადადების განმსაზღვრელი პირობა, ანუ განვსაზღვროთ თუ რომელი ჩანაწერის წაშლა გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხრილის ყველა ჩანაწერი წაიშლება. მაგალითისათვის ცხრილში წავშალოთ ის ჩანაწერის რომელშიც CustomerName ველის მნიშვნელობა არის 'Alfreds Futterkiste'. DELETE FROM Customers WHERE CustomerName='Alfreds Futterkiste'; თუ ცხრილის ყველა ჩანაწერის წაშლა გვინდა ვიქცევით ასე ახლა განვაახლოთ ყველა ის ჩანაწერი სადაც Country='Mexico' DELETE FROM table_name; ან ასე DELETE * FROM table_name;
10. TOP, LIMIT და ROWNUM წინადადებები

SELECT TOP წინადადება

SELECT TOP წინადადება გამოიყენება დასაბრუნებელი ჩანაწერების რაოდენობის განსასაზღვრად. ეს წინადადება საქკმაოდ ეფექტურად მუშაობს ცხრილებთად რომლებიც ათასობით ჩანაწერს შეიცავენ რადგან დიდი რაოდენობის ჩანაწერების დაბრუნებამ შეიძლება სისტემის ეფექტურად მუშაობაზე იქონიოს გავლენა. SELECT TOP წინადადებას არ აქვს ყველა მბ-ს სისტემის მხარდაჭერა. მაგალითად MySQL სისტემას ჩანაწერთა ლიმიტირებისათვის აქვს LIMIT წინადადება, Oracle-ში კი ამისათვის გამოიყენება ROWNUM.

SQL Server / MS Access სინტაქსი

SELECT TOP number|percent column_name(s) FROM table_name WHERE condition;

MySQL სინტაქსი

SELECT column_name(s) FROM table_name WHERE condition LIMIT number;

Oracle სინტაქსი

SELECT column_name(s) FROM table_name WHERE ROWNUM <= number; შემდეგი SQL განაცხადი ამოარჩევს პირველ 3 ჩანაწერს "Customers" ცხრილიდან SELECT TOP 3 * FROM Customers; ეს ჩანაწერი ტოლფასია შემდეგი ჩანაწერისა SELECT * FROM Customers LIMIT 3; ახლა იგივე ჩავწეროთ ROWNUM-ის საშუალებით SELECT * FROM Customers WHERE ROWNUM <= 3;

TOP PERCENT

შემდეგი SQL ამოარჩევს "Customers" ცხრილის ჩანაწერების პირველ 50%-ს SELECT TOP 50 PERCENT * FROM Customers;
11. MIN() და MAX() ფუნქციები
MIN() ფუნქცია აბრუნებს არჩეული ველის ყველაზე დაბალი მნიშვნელობის შემცველ ჩანაწერს.

MAX() ფუნქცია აბრუნებს არჩეული ველის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის შემცველ ჩანაწერს. SELECT MIN(column_name) FROM table_name WHERE condition; SELECT MAX(column_name) FROM table_name WHERE condition; რაც შეეხება იმას თუ როგორ მოვაქციოთ ამ ფუნქციებით დაბრუნებული მნიშვნელობა PHP ცვლადში $sql = "SELECT MIN(age) AS SmallestAge FROM myguests";
$result = mysqli_query($conn,$sql);
$row = mysqli_fetch_assoc($result);
echo $row["SmallestAge"];
12. COUNT(), AVG() და SUM() ფუნქციები
COUNT() ფუნქცია აბრუნებს იმ ჩანაწერების რაოდენობას რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ კრიტერიუმებს. SELECT COUNT(column_name) FROM table_name WHERE condition; მაგალითად ცხრილში დავთვალოთ იმ ადამიანთა რიცხვი რომელთა ასაკი არის 25 წელი $sql = "SELECT COUNT(age) as ConcretAge FROM myguests WHERE age=25";
$result = mysqli_query($conn,$sql);
$row = mysqli_fetch_assoc($result);
echo $row["ConcretAge"];
AVG() ფუნქცია აბრუნებს რიცხვითი ტიპის მნიშვნელობების შემცველი სვეტის მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკულს. SELECT AVG(column_name) FROM table_name WHERE condition; მაგალითად ცხრილში დავთვალოთ ადამიანთა საშუალო ასაკი $sql = "SELECT AVG(age) as AverageAge FROM myguests";
$result = mysqli_query($conn,$sql);
$row = mysqli_fetch_assoc($result);
echo $row["AverageAge"];
SUM() ფუნქცია აბრუნებს რიცხვითი ტიპის მნიშვნელობების შემცველი სვეტის მნიშვნელობების ჯამს. SELECT SUM(column_name) FROM table_name WHERE condition; მაგალითად ცხრილში დავთვალოთ ასაკთა ჯამი $sql = "SELECT SUM(age) as SumAge FROM myguests";
$result = mysqli_query($conn,$sql);
$row = mysqli_fetch_assoc($result);
echo $row["SumAge"];
13. LIKE ოპერატორი
LIKE ოპერატორი გამოიყენება WHERE წინადადებასთან ერთად იმის გასარკვევად თუ სვეტის რომელი მნიშვნელობა შეიცავს კონკრეტულ ნიმუშს. LIKE ოპერატორთან ერთად გამოიყენება ორი სიმბოლო (wildcards)
  • % - პროცენტსის ნიშანი, იმ შემთხვევაში თუ საძიებელ ნიმუშში ერთი ან მეტი სიმბოლოა
  • _ - ქვედა ტირე, იმ შემთხვევაში თუ საძიებელ ნიმუშში ერთი სიმბოლოა
SELECT column1, column2, ... FROM table_name WHERE columnN LIKE pattern;
LIKE ოპერატორი აღწერა
WHERE CustomerName LIKE 'a%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც იწყება "a"-ზე
WHERE CustomerName LIKE '[bsp]%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც იწყება "b"-ზე, "s"-ზე ან "p"-ზე
WHERE CustomerName LIKE '![bsp]%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც ar იწყება "b"-ზე, "s"-ზე ან "p"-ზე
WHERE CustomerName LIKE '[a-c]%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც იწყება "a"-ზე, "b"-ზე ან "c"-ზე
WHERE CustomerName LIKE '%a' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც მთავრდება "a"-ზე
WHERE CustomerName LIKE '%or%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც შეიცავენ "or" -ს
WHERE CustomerName LIKE '_r%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც იწყებიან რაიმე სიმბოლოთი და პირველი სიმბოლოს შემდეგ გვხვდება "r"
WHERE CustomerName LIKE 'a_%_%' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც იწყება "a"-ზე და შეიცავენ მინიმუმ 3 სიმბოლოს
WHERE ContactName LIKE 'a%o' ეძებს მნიშვნელობებს რომლებიც იწყება "a"-ზე მთავრდება ""o""-ზე
14. IN ოპერატორი
IN ოპერატორი საშუალებას გვაძლევს მივუთითოთ რამოდენიმე მნიშვნელობა WHERE წინადადებაში. ეს ოპერატორი ფაქტიურად არის OR ოპერატორის კომბინაციების შემოკლებული ვარიანტი, სინტაქსი ასეთია SELECT column_name(s) FROM table_name WHERE column_name IN (value1, value2, ...); ან SELECT column_name(s) FROM table_name WHERE column_name IN (SELECT STATEMENT); შემდეგი მაგალითი ამოარჩევს ყველა მომხმარებელს რომლებიც არიან შემდეგი ქვეყნებიდან "Germany", "France" ან "UK": SELECT * FROM Customers WHERE Country IN ('Germany', 'France', 'UK'); ახლა ვიპოვოთ ის მომხმარებლები, რომლებიც არ არიან ამ ქვეყნებიდან SELECT * FROM Customers WHERE Country NOT IN ('Germany', 'France', 'UK'); ვთქვათ "Customers" ცხრილის გარდა გვაქვს მეორე ცხრილი სადაც ქალაქებია მითითებული - "Cities". შემდეგი მაგალითი ყველა იმ მომხმარებელს ამოარჩევს, რომლებიც "Cities" ცხრილში შეყვანილი ქალაქებიდან არიან SELECT * FROM Customers WHERE city IN (SELECT city FROM cities);
15. BETWEEN ოპერატორი
BETWEEN ოპერატორი ირჩევს შედეგს რომელიც მითითებულ დიაპაზონშია, მნიშვნელობები შეიძლება იყოს რიცხვები, ტექსტები ან თარიღი. ოპერატორი თავის თავში მოიცავს საწყის და ბოლო მნიშვნელობებს. სინტაქსი ასეთია SELECT column_name(s) FROM table_name WHERE column_name BETWEEN value1 AND value2; შემდეგი მაგალითი აარჩევს მომხმარებლებს, რომელთა ასაკი 20-დან 30 წლამდეა SELECT * FROM Customers WHERE age BETWEEN 20 AND 30;

NOT BETWEEN ოპერატორი

ახლა კი ავარჩიოთ ის მომხმარებლები რომელთა ასაკიც 10-20 დიაპაზონში არ არის SELECT * FROM Customers WHERE age NOT BETWEEN 20 AND 30;

BETWEEN და IN ოპერატორები ერთად

შემდეგი მაგალითი აარჩევს პროდუქტს რომელთა ფასები 10-20 დიაპაზონშია და რომლებიც არ წკუთვნია 1, 2 და 3 CategoryID მქონე კატეგორიებს SELECT * FROM Products WHERE (Price BETWEEN 10 AND 20) AND NOT CategoryID IN (1,2,3);

ტექსტური მნიშვნელობები

SELECT * FROM Products WHERE ProductName BETWEEN 'Carnarvon Tigers' AND 'Mozzarella di Giovanni';

თარიღის ტიპის მნიშვნელობები

ავარჩიოთ შეკვეთები რომელთა თარიღები არის '04-July-1996' და '09-July-1996' შუალედში SELECT * FROM Orders WHERE OrderDate BETWEEN #07/04/1996# AND #07/09/1996#;
16. ფსევდონიმები (Aliases)
SQL ფსევდონიმები გამოიყენება სვეტის ან ცხრილის დროებითი სახელის განსასაზღვრავად. სვეტის ფსევდონიმის განსაზღვრა ხდება ასე SELECT column_name AS alias_name FROM table_name; ცხრილისა კი ასე SELECT column_name(s) FROM table_name AS alias_name; ფსევდონიმები გამოიყენება იმისათვის რათა სვეტთა დასახელებები გახდეს უფრო წაკითხვადი, მაგალითად სიტყვა "ID" უფრო ადვილი ჩასაწერი და წასაკითხია ვიდრე სიტყვა "CustomerID", იგივე შეიძლება ითქვას სიტყვების შემდეგ წყვილზე: "Customer"-"CustomerName". ასე რომ ჩავანაცვლოთ რთული უფრო მარტივით SELECT CustomerID as ID, CustomerName AS Customer FROM Customers; ფსეევდონიმი არსებობს მანამ, სანამ არსებობს SQL განაცხადი. თუ ფსევდონიმი შეიცავს გამოტოვებულ ადგილებს მაშინ ის უნდა მოთავსდეს ფიგურულ ფრჩხილებში SELECT CustomerName AS Customer, ContactName AS [Contact Person] FROM Customers;

ცხრილის ფსევდონიმები

მოყვანილი მაგალითი ამოარჩევს იმ მომხმარებლის შეკვეთებს რომლის CustomerID=4 (Around the Horn). ვიყენებთ Customers" და "Orders" ცხრილებს ხოლო მათი ფსევდინიმებია "c" და "o" SELECT o.OrderID, o.OrderDate, c.CustomerName
FROM Customers AS c, Orders AS o
WHERE c.CustomerName="Around the Horn" AND c.CustomerID=o.CustomerID;
ფსევდონიმების გარეშე ეს განაცხადი მიიღებდა გაცილებით უფრო გრძელ სახეს SELECT Orders.OrderID, Orders.OrderDate, Customers.CustomerName
FROM Customers, Orders
WHERE Customers.CustomerName="Around the Horn" AND Customers.CustomerID=Orders.CustomerID;
17. JOIN წინადადება
JOIN წინადადება გამოიყენება ორი ან მეტი ისეთი ცხრილის სტრიქონების გასაერთიანებლად, რომლებსაც აქვთ საერთო, გადაკვეთის წერტილი, საერთო სვეტი. მაგალითად ცხრილი "Orders"
OrderID CustomerID OrderDate
10308 2 1996-09-18
10309 37 1996-09-19
10310 77 1996-09-20
და ცხრილი "Customers"
CustomerID CustomerName ContactName Country
1 Alfreds Futterkiste Maria Anders Germany
2 Ana Trujillo Emparedados y helados Ana Trujillo Mexico
3 Antonio Moreno Taquería Antonio Moreno Mexico
მათ აქვთ საერთო სვეტი "CustomerID". ამ ორი ცხრილის ურთიერთდამოკიდებულება და კავშირი განისაზღვრება სწორედ ამ სვეტით. ახლა ჩავწეროთ SQL განაცხადი რომელიც ორივე ცხრილიდან ამოარჩევს იმ ჩანაწერებს რომლებშიც "CustomerID" ველის მნიშვნელობა ერთნაირია SELECT Orders.OrderID, Customers.CustomerName, Orders.OrderDate
FROM Orders
INNER JOIN Customers ON Orders.CustomerID=Customers.CustomerID;
"CustomerID" ველის საერთო მნიშვნელობა ცხრილში არის CustomerID=2, ასე რომ ამ განაცხადის შედეგი იქნება
OrderID CustomerName OrderDate
10308 Ana Trujillo Emparedados y helados 1996-09-18

JOIN წინადადების სახეები

  • (INNER) JOIN: აბრუნებს ჩანაწერებს რომელთაც აქვთ საერთო მნიშვნელობები ორივე ცხრილში
  • LEFT (OUTER) JOIN: აბრუნებს მარცხენა ცხრილის ყველა ჩანაწერს და მარჯვენა ცხრილის მხოლოდ იმ ჩანაწერებს რომლებიც შეიცავენ მარცხენა ცხრილის მნიშვნელობათა ტოლფას მნიშვნელობებს.
  • RIGHT (OUTER) JOIN: აბრუნებს მარჯვენა ცხრილის ყველა ჩანაწერს და მარცხენა ცხრილის მხოლოდ იმ ჩანაწერებს რომლებიც შეიცავენ მარჯვენა ცხრილის მნიშვნელობათა ტოლფას მნიშვნელობებს.
  • FULL (OUTER) JOIN: აბრუნებს ისეთ ჩანაწერებს რომელიც მოიცავს დამთხვევებს მარცხენა არ მარჯვენა ცხრილიდან

INNER JOIN

სიტყვა-გასაღები INNER JOIN აბრუნებს ჩანაწერებს რომელთაც აქვთ საერთო მნიშვნელობები ორივე ცხრილში SELECT column_name(s)
FROM table1
INNER JOIN table2 ON table1.column_name = table2.column_name;
კონკრეტული მაგალითი 1. SELECT Orders.OrderID, Customers.CustomerName, Orders.OrderDate
2. FROM Orders
3. INNER JOIN Customers ON Orders.CustomerID=Customers.CustomerID;
ამ განაცხადის შედეგი ზემოთ უკვე ვნახეთ მაგრამ ახლა განაცხადის სინტაქსი ავხსნათ სიტყვა-სიტყვით: როგორც უკვე ვთქვით, JOIN ოპერატორის მიზანი ცხრილთა გაერთიანებაა კონკრეტული წესების მიხედვით (ინგლ: Join - შეერთება, გაერთიანება, დაკავშირება), ცხრილთა გაერთიანებით, ბუნებრივია, მიიღება ისევ ცხრილი, ცხრილი კი უნდა შეიცავდეს გარკვეულ სვეტებს, განაცხადის პირველი ხაზი განსაზღვრავს სწორედ ამ სვეტთა დასახელებებს და აგრეთვე იმას თუ რომელი სვეტი რომელი ცხრილიდან უნდა ამოირჩეს. "FROM Orders INNER JOIN" ჩანაწერი განსაზღვრავს იმ ცხრილებს რომლებიც უნდა გაერთიანდნენ და აგრეთვე გაერთიანების ტიპს (ამ შემთხვევაში INNER). "ON Orders.CustomerID=Customers.CustomerID;" ჩანაერი კი განსაზღვრავს გაერთიანების კრიტერიუმს,

LEFT JOIN

სიტყვა-გასაღები LEFT JOIN არჩევს ყველა ჩანაწერს მარცხენა ცხრილიდან (table1) და მხოლოდ საერთო მნიშვნელობის მქონე ჩანაწერებს მარჯვენა ცხრილიდან (table2). მარჯვენა ცხრილის არასაერთო მნიშვნელობები კი ხდება NULL SELECT column_name(s)
FROM table1
LEFT JOIN table2 ON table1.column_name = table2.column_name;
ჩვენი ცხრილის მაგალითზე SELECT Customers.CustomerName, Orders.OrderID
FROM Customers
LEFT JOIN Orders ON Customers.CustomerID = Orders.CustomerID;
შედეგი იქნება
CustomerName OrderID
Ana Trujillo Emparedados y helados 10308
Alfreds Futterkiste NULL
Antonio Moreno Taquería NULL

RIGHT JOIN

სიტყვა-გასაღები RIGHT JOIN არჩევს ყველა ჩანაწერს მარჯვენა ცხრილიდან (table2) და მხოლოდ საერთო მნიშვნელობის მქონე ჩანაწერებს მარცხენა ცხრილიდან (table1). მარცხენა ცხრილის არასაერთო მნიშვნელობები კი ხდება NULL SELECT column_name(s)
FROM table1
RIGHT JOIN table2 ON table1.column_name = table2.column_name;
ჩვენი ცხრილის მაგალითზე SELECT Customers.CustomerName, Orders.OrderID
FROM Customers
RIGHT JOIN Orders ON Customers.CustomerID = Orders.CustomerID;
შედეგი იქნება
CustomerName OrderID
Ana Trujillo Emparedados y helados 10308
NULL 10309
NULL 10310
18. UNION ოპერატორი
UNION ოპერატორი გამოიყენება ორი ან მეტი SELECT განაცხადის შედეგად მიღებული ჩანაწერების გასაერთიანებლად (ინგლ: Union - კავშირი, შეერთება, გაერთიანება).
  • UNION ოპერატორით გაერთიანებული ყველა SELECT განაცხადი უნდა მოიცავდეს სვეტების ერთნაირ რაოდენობას.
  • სვეტები უნდა მოიცავდნენ ერთი და იგივე ტიპის მონაცემებს.
  • სვეტები უნდა იყვნენ ერთი და იგივე თანმიმდევრობით მითითებულნი ყველა SELECT განაცხადში.
SELECT column_name(s) FROM table1
UNION
SELECT column_name(s) FROM table2;
UNION ოპერატორი კრებს მხოლოდ განსხვავებულ მნიშვნელობებს, იმისათვის რათა გაერთიანებაში შევიდეს ველების ერთნაირი მნიშვნელობები უნდა გამოვიყენოთ UNION ALL ოპერატორი SELECT column_name(s) FROM table1
UNION ALL
SELECT column_name(s) FROM table2;
დავუშვათ გვაქვს ორი ცხრილი რომლებშიც, ორივე მათგანში გვხვდება სვეტი "City", გავაერთიანოთ ეს ქალაქები ერთ ახალ ცხრილში SELECT City FROM Customers
UNION
SELECT City FROM Suppliers
ORDER BY City;
19. GROUP BY ოპერატორი
GROUP BY ოპერატორი ხშირად გამოიყენება აგრეგატულ ფუნქციებთან (ინგლ: Aggregate - დაჯგუფება; გაერთიანება). COUNT, MAX, MIN, SUM და AVG აგრეგატული ფუნქციები გამოთვლებს ატარებენ მონაცემთა ნაკრებზე, შედეგად კი აბრუნებენ ერთ მონაცემს, GROUP BY ოპერატორის დანიშნულებაა საპასუხო ნაკრების ერთი ან მეტი სვეტის მიხედვით დაჯგუფება. SELECT column_name(s)
FROM table_name
WHERE condition
GROUP BY column_name(s)
ORDER BY column_name(s);
მაგალითად გვაქვს ცხრილი "employee" რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანამშრომლებთა შესახებ



და გვსურს გავიგოთ რომელ დეპარტამენტში რამდენია მაქსიმალური ხელფასი SELECT dep, MAX(sal) FROM employee GROUP BY dep; შედეგი იქნება



იგივე ჩანაწერი შევქმნათ ალიასის ანუ ფსევდონიმის დახმარებით SELECT dep, MAX(sal) AS MaxSalary FROM employee GROUP BY dep; შედეგი იქნება



დაწვრილებით განვიხილოთ GROUP BY ოპერატორის მუშაობის პრინციპი. როგორც აღვნიშნეთ, ოპერატორი მუშაობს აგრეგატულ ფუნქციებთან და მისი ჩაწერის სინტაქსი შეიცავს ორ აუცილებელ კომპონენტს:
  1. აგრეგატული ფუნქციის განსაზღვრა (COUNT, MAX, MIN, SUM, AVG).
  2. დაჯგუფება (GROUP BY).
მეორე კომპონენტი ქმნის ჯგუფებს განსაზღვრული კრიტერიუმით, ზემოთ მოყვანილ მაგალითში GROUP BY ოპერატორი, დეპარტამენტების მიხედვით აკეთებს შემდეგ დაჯგუფებებს


პირველი კომპონენტი ანუ აგრეგატული ფუნქცია კი ატარებს შესაბამის გამოთვლებს: საშუალო, მინიმალური, მაქსიმალური ხელფასი თითოეული ჯგუფისათვის, ან შესაძლებელია COUNT აგრეგატული ფუნქციით დაითვალოს თუ რამდენი სხვადასხვანაირი ხელფასია თითოეულ დეპარტამენტში.

GROUP BY და JOIN

ვთქვათ გვაქვს ორი ცხრილი, შეკვეთების ცხრილი - "orders" და მიმწოდებლების ცხრილი "shippers".




და გვსურს მივიღოთ ცხრილი რომელსაც ექნება შემდეგი ველები: მიმწოდებლის ID (ShipperID), მიმწოდებლის დასახელება (ShipperName) და მიტანილი შეკვეთების რაოდენობა (OrderNum).

როგორც ვხედავთ პირველ ცხრილში თითოეულ შეკვეთას მითითებული აქვს მიმწოდებლის id (ShipperID), დავაჯგუფოთ შეკვეთები ShipperID ველის მიხედვით და დავთვალოთ თუ რამდენი შეკვეთაა თითოეულ ჯგუფში ანუ რამდენი შეკვეთა შეესაბამება თითოეულ ShipperID-ს. SELECT ShipperID, COUNT(OrderID) FROM orders GROUP BY ShipperID; ამ ჩანაწერის შედეგი იქნება


როგორც ვხედავთ მეორე ველის ანუ შეკვეთების რაოდენობების ველის დასახელება არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურება. დავიხმაროთ ალიასი და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი SELECT ShipperID, COUNT(OrderID) AS OrderNum FROM orders GROUP BY ShipperID; ამ ჩანაწერის შედეგი იქნება


მიზნისაგან ისღა გვაშორებს, რომ ამ ცხრილში ჩავამატოთ მიმწოდებლის დასახელების ველი ShipperName, ამისათვის უნდა გავაერთიანოთ მიმწოდებლების ცხრილი "shippers" და ჩვენს მიერ, GROUP BY ოპერატორის მეშვეობით მიღებული ცხრილი, ამაში დაგვეხმარება LEFT JOIN ოპერატორი
SELECT shippers.ShipperID, shippers.ShipperName, B.OrderNum
FROM shippers
LEFT JOIN
(SELECT ShipperID, COUNT(OrderID) AS OrderNum FROM orders GROUP BY ShipperID) AS B
ON shippers.ShipperID=B.ShipperID;
                
როგორც ვხედავთ SELECT წინადადება მოვაქციეთ ალიასში B. ამ მოთხოვნის შედეგი იქნება ის ცხრილი რომელიც გვინდოდა რომ მიგვეღო


მაგრამ აქ ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მომენტს: შეიძლება მოხდეს ისე, რომ მიმწოდებლების ცხრილში შეტანილი იყოს ისეთი მიმწოდებელი, რომელსაც არცერთი შეკვეთა არ მიუტანია, ასეთ შემთხვევაში ჩვენს მიერ ბოლოს განსაზღვრული მოთხოვნა დააბრუნებს შემდეგ შედეგს


ჩავანაცვლოთ NULL მნიშვნელობები ნოლით, ამაში დაგვეხმარება IFNULL ოპერატორი
SELECT shippers.ShipperID, shippers.ShipperName, IFNULL(B.OrderNum,0) AS OrderNum
FROM shippers
LEFT JOIN
(SELECT ShipperID, COUNT(OrderID) AS OrderNum FROM orders GROUP BY ShipperID) AS B
ON shippers.ShipperID=B.ShipperID;
                
ახლა უკვე შედეგი იქნება ის რაც ჩვენ გვინდა





მონაცემთა ბაზები




1. მბ-ს შექმნა და წაშლა
ახალი მბ-ს შესაქმნელად გამოიყენება CREATE DATABASE ჩანაწერი. CREATE DATABASE databasename; მიმდინარე მბ-ს წასაშლელად კი გამოიყენება DROP DATABASE ჩანაწერი. DROP DATABASE databasename;
2. მბ-ს ცხრილები

ცხრილის შექმნა

მბ-ში ცხრილის შესაქმნელად გამოიყენება CREATE TABLE ჩანაწერი CREATE TABLE table_name (
 column1 datatype,
 column2 datatype,
 column3 datatype,
 ....
);
"column" პარამეტრები განსაზღვრავენ ცხრილის სვეტების დასახელებებს. "datatype" პარამეტრები კი განსაზღვრავენ თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს სვეტში (მაგ. varchar, integer, date და ა.შ). შემდეგი მაგალითი შექმნის ცხრილის სახელად - "Persons" რომელსაც ექნება ხუთი სვეტი: PersonID, LastName, FirstName, Address და City: CREATE TABLE Persons (
 PersonID int,
 LastName varchar(255),
 FirstName varchar(255),
 Address varchar(255),
 City varchar(255)
);
PersonID სვეტი არის int ტიპის და მისი მნიშვნელობები უნდა იყოს მთელი რიცხვები. LastName, FirstName, Address და City სვეტები არიან varchar ტიპისანი და უნდა შეიცავდნენ მაქსიმუმ 255 სიმბოლოს.

ცხრილის ცხრილის შექმნისას შესაძლებელია სვტებს დავადოთ შეზღუდვები, რაც გულისმობს იმას რომ განვსაზღროთ მონაცემებით მანიპულირების წესები რაც ხელს უწყობს მუშაობის საიმედოობასა და სიზუსტეს, თუ კონკრეტულ მონაცემზე ვატარებთ ისეთ ოპერაციას რომელიც ეწინააღმდეგება ამ მონაცემისათვის განსაზღვრულ შეზღუდვებს, მაშინ ოპერაცია არ შესრულდება. ყველაზე ხშირად გამოყენებადი შეზღუდვებია
  • NOT NULL - სვეტი არ შეიძლება შეიცავდეს NULL მნიშვნელობას.
  • UNIQUE - სვეტის ყველა მნიშვნელობა უნდა იყოს ერთმანეთისაგან განსხვავებული .
  • PRIMARY KEY - NOT NULL და UNIQUE-ს კომბინაცია. ყველა ჩანაწერის უნიკალური იდენტიფიკატორი.
  • FOREIGN KEY - ცხრილის ჩანაწერის უნიკალური იდენტიფიკატორი სხვა ცხრილში.
  • CHECK - უზრუნველყოფა იმისა რომ სვეტის ყველა მნიშვნელობა აკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს.
  • DEFAULT - განსაზღვრავს ნაგულისმევ მნიშვნელობას სვეტისათვის მაშინ როცა მნიშვნელობას არ მივუთითებთ.
  • INDEX - გამოიყენება ბაზიდან ინფორმაციის სწრაფად ამოღებისათვის, ან ბაზაში ინფორმაციის შეტანისათვის.
CREATE TABLE table_name (
 column1 datatype constraint,
 column2 datatype constraint,
 column3 datatype constraint,
 ....
);
შეზღუდვებზე უფრო დაწვრილებით შემდეგ თავებში ვისაუბრებთ.

ცხრილის დაკოპირება

მიმდინარე ცხრილის დაკოპირება შესაძლებელია CREATE TABLE და SELECT ჩანაწერების კომბინაციით. ახალ ცხრილს სვეტთა აღწერები ავტომატურად გადაეცემა ძვბველი ცხრილიდან. აგრეთვე ავტომატურად გადაიწერება ველთა მნიშვნელობები CREATE TABLE new_table_name AS
 SELECT column1, column2,...
 FROM existing_table_name
 WHERE ....;

ცხრილის წაშლა

ცხრილის წასაშლელად გამოიყენება DROP TABLE ჩანაწერი DROP TABLE table_name;

ცხრილის გასუფთავება

თუ გვსურს რომ წავშალოთ ცხრილში შეტანილი ინფორმაცია და არა თავად ცხრილი, უნდა გამოვიყენოთ TRUNCATE TABLE ჩანაწერი TRUNCATE TABLE table_name;

ცხრილის განახლება

ცხრილის განახლებისათვის გამოიყენება ALTER TABLE ჩანაწერი, განახლებაში იგულისმება ცხრილის სვეტების წაშლა დამატება ან განახლება.

სვეტის დამატება

ALTER TABLE table_name
ADD column_name datatype;

სვეტის წაშლა

ALTER TABLE table_name
DROP COLUMN column_name;

სვეტის განახლება

ALTER TABLE table_name
ALTER COLUMN column_name datatype;
3. NOT NULL შეზღუდვა
ნაგულისხმეობის პრინციპით SQL-ში სვეტი შეიძლება შეიცავდეს NULL მნიშვნელობას. თუ გვინდა რომ სვეტი არ შეიცავდეს NULL მნიშვნელობებს მაშინ მას უნდა დავადოთ NOT NULL შეზღუდვა, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ჩანაწერის დამატებას ან განახლებას ამ კონკრეტუილი ველის შეუვსებლად CREATE TABLE Persons (
 ID int NOT NULL,
 LastName varchar(255) NOT NULL,
 FirstName varchar(255) NOT NULL,
 Age int
);
4. UNIQUE შეზღუდვა
UNIQUE შეზღუდვა უზრუნველყოფს რომ სვეტი არ შეიცავდეს ორ ერთნაირ მნიშვნელობას. CREATE TABLE Persons (
 ID int NOT NULL UNIQUE,
 LastName varchar(255) NOT NULL,
 FirstName varchar(255),
 Age int
);
5. PRIMARY KEY შეზღუდვა
PRIMARY KEY წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს ცხრილის ყველა ჩანაწერისთვის . ასეთი სვეტი უნდა შეიცავდეს UNIQUE ანუ უნიკალურ მნიშვნელობებს ყველა ჩანაწერისათვის, ცხრილს შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ერთი სვეტი PRIMARY KEY შეზღუდვით CREATE TABLE Persons (
 ID int NOT NULL PRIMARY KEY,
 LastName varchar(255) NOT NULL,
 FirstName varchar(255),
 Age int
);
6. FOREIGN KEY შეზღუდვა
FOREIGN KEY გამოიყენება ორი ცხრილის დასაკავშირებლად, FOREIGN KEY ეს არის სვეტი ერთ ცხრილში რომელიც უკავშირდება მეორე ცხრილის PRIMARY KEY სვეტს. FOREIGN KEY სვეტის შემცველ ცხრილს ეწოდება შვილობილი ცხრილი. განვიხილოთ ორი ცხრილი "Persons" და "Orders"
PersonID LastName FirstName Age
1 Hansen Ola 30
2 Svendson Tove 23
3 Pettersen Kari 20
OrderID OrderNumber PersonID
1 77895 3
2 44678 3
3 22456 2
4 24562 1
"PersonID" სვეტი "Persons" ცხრილში არის ამ ცხრილის PRIMARY KEY. ხოლო "Orders" ცხრილში "PersonID" სვეტი არის ამ სვეტის FOREIGN KEY. CREATE TABLE Orders (
 OrderID int NOT NULL PRIMARY KEY,
 OrderNumber int NOT NULL,
 PersonID int FOREIGN KEY REFERENCES Persons(PersonID)
);
7. CHECK შეზღუდვა
CHECK შეზღუდვა გამოიყენება იმ დიაპაზონის მისათითებლად რომელში მოთავსებული მნიშვნელობებიც შესაძლებელია რომ მიიღოს სვეტმა. შემდეგი ჩანაწერი გაუკეთებს CHECK შეზღუდვას სვეტ "Age"-ს ცხრილში - "Persons". ცხრილში ვერ შევიყვანთ ვერცერთ ადამიანს რომლის ასაკიც 18 წელზე ნაკლებია: CREATE TABLE Persons (
 ID int NOT NULL,
 LastName varchar(255) NOT NULL,
 FirstName varchar(255),
 Age int CHECK (Age>=18)
);
8. DEFAULT შეზღუდვა
DEFAULT შეზღუდვა განსაზღვრავს ნაგულისმევ მნიშვნელობას სვეტისათვის მაშინ როცა მნიშვნელობას არ მივუთითებთ. CREATE TABLE Persons (
 ID int NOT NULL,
 LastName varchar(255) NOT NULL,
 FirstName varchar(255),
 Age int,
 City varchar(255) DEFAULT 'Sandnes'
);
9. AUTO INCREMENT ველი
თუ სვეტზე მითითებულია AUTO INCREMENT თვისება ეს ნიშნავს რომ ყოველი ახალი ჩანაწერის შექმნისას თავისით დაგენერირდება ამ ჩანაწერის უნიკალური ნომერი, ეს თვისება ხშირად ეთითებათ ცხრილის primary key სვეტებს. CREATE TABLE Persons (
 ID int NOT NULL AUTO_INCREMENT,
 LastName varchar(255) NOT NULL,
 FirstName varchar(255),
 Age int,
 PRIMARY KEY (ID)
);
ნაგულისხმეობის პრინციპით, AUTO_INCREMENT ველის საწყისი მნიშვნელობა არის 1, და ეს მნიშვნელობა იზრდება ერთით ყოველი ახალი ჩანაწერის შექმნისას. თუ გვსურს რომ AUTO_INCREMENT მნიშვნელობა არ დაიწყოს ერთიდან უნდა მივუთითოთ შემდეგი რამ ALTER TABLE Persons AUTO_INCREMENT=100;
10. მონაცემთა ტიპები
მონაცემთა ტიპი განსაზღვრავს თუ რა სახის ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს სვეტი. ყველა ველს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სახელი და მითითებული ჰქონდეს მონაცემთა ტიპი.

MySQL მონაცემთა ტიპები

ტექსტური ტიპები

მონაცემთა ტიპი აღწერა
CHAR(size) ფიქსირებული სიგრძის სტრიქონი (შეიძლება შეიცავდეს ასოებს, რიცხვებს და სპეციალურ სიმბოლოებს). ფიქსირებული ზომა მითითებულია ფრჩხილებში. შესაძლებელია შეიცავდეს მაქსიმუმ 255 სიმბოლოს.
VARCHAR(size) ცვალებადი სიგრძის სტრიქონი (შეიძლება შეიცავდეს ასოებს, რიცხვებს და სპეციალურ სიმბოლოებს). მაქსიმალური ზომა მითითებულია ფრჩხილებში. შესაძლებელია შეიცავდეს მაქსიმუმ 255 სიმბოლოს. შენიშვნა: თუ შევიყვანთ 255-ზე მეტი სიმბოლოს შემცველ მონაცემს, მონაცემი ავტომატურად დაფორმატდება TEXT ტიპად
TINYTEXT ცვალებადი სიგრძის სტრიქონი მაქსიმალური სიგრძე 255 სიმბოლო
TEXT ცვალებადი სიგრძის სტრიქონი მაქსიმალური სიგრძე 65,535 სიმბოლო
BLOB (Binary Large OBjects). 65,535 byte მოცულობის ინფორმაცია
MEDIUMTEXT ცვალებადი სიგრძის სტრიქონი მაქსიმალური სიგრძე 16,777,215 სიმბოლო
MEDIUMBLOB (Binary Large OBjects). 16,777,215 byte მოცულობის ინფორმაცია
LONGTEXT ცვალებადი სიგრძის სტრიქონი მაქსიმალური სიგრძე 4,294,967,295 სიმბოლო
LONGBLOB (Binary Large OBjects). 4,294,967,295 byte მოცულობის ინფორმაცია

რიცხვითი ტიპები

მონაცემთა ტიპი აღწერა
TINYINT(size) -128-დან 127-მდე normal. 0 to 255 UNSIGNED*. The maximum number of digits may be specified in parenthesis
SMALLINT(size) -32768 to 32767 normal. 0 to 65535 UNSIGNED*. The maximum number of digits may be specified in parenthesis
MEDIUMINT(size) -8388608 to 8388607 normal. 0 to 16777215 UNSIGNED*. The maximum number of digits may be specified in parenthesis
INT(size) -2147483648 to 2147483647 normal. 0 to 4294967295 UNSIGNED*. The maximum number of digits may be specified in parenthesis
BIGINT(size) -9223372036854775808 to 9223372036854775807 normal. 0 to 18446744073709551615 UNSIGNED*. The maximum number of digits may be specified in parenthesis
FLOAT(size,d) A small number with a floating decimal point. The maximum number of digits may be specified in the size parameter. The maximum number of digits to the right of the decimal point is specified in the d parameter
DOUBLE(size,d) A large number with a floating decimal point. The maximum number of digits may be specified in the size parameter. The maximum number of digits to the right of the decimal point is specified in the d parameter
DECIMAL(size,d) A DOUBLE stored as a string , allowing for a fixed decimal point. The maximum number of digits may be specified in the size parameter. The maximum number of digits to the right of the decimal point is specified in the d parameter

თარიღის ტიპები

Data type Description
DATE() A date. Format: YYYY-MM-DD

Note: The supported range is from '1000-01-01' to '9999-12-31'

DATETIME() *A date and time combination. Format: YYYY-MM-DD HH:MI:SS

Note: The supported range is from '1000-01-01 00:00:00' to '9999-12-31 23:59:59'

TIMESTAMP() *A timestamp. TIMESTAMP values are stored as the number of seconds since the Unix epoch ('1970-01-01 00:00:00' UTC). Format: YYYY-MM-DD HH:MI:SS

Note: The supported range is from '1970-01-01 00:00:01' UTC to '2038-01-09 03:14:07' UTC

TIME() A time. Format: HH:MI:SS

Note: The supported range is from '-838:59:59' to '838:59:59'

YEAR() A year in two-digit or four-digit format.

Note: Values allowed in four-digit format: 1901 to 2155. Values allowed in two-digit format: 70 to 69, representing years from 1970 to 2069